გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღიშნული, საქმე ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც თეონა თამაზაშვილი საქმის პროკურორს ზეწოლასა და ბულინგში ადანმაშაულებს. „გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.