ლობიოს სალათის მოსამზადებლად, საშუალო ზომის ნაჭრებად, დაჭერით 4-5 ცალი პომიდორი, ასევე წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი, საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით 3 ცალი მოხარშული კვერცხიც და დაამატეთ სალათს. ბოლოს დაამატეთ სალათს ნახევარი კილოგრამი მოხარშული მწვანე ლობიო, მარილი, შავი წიწაკა და ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად ამოურიეთ და გემრელად მიირთვით.
ბადრიჯნისგან ორიგინალური კერძის მოსამზადებლად ბადრიჯანი, პომიდორი, სულგუნი, ნიორი, კამა, ოხრახუში და სანელებლები დაგჭირდებათ. გაჭერით გაუთლელი ბადრიჯანი სიგრძზე ისე, რომ ყუნწი მთლიანი დარჩეს, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთის მანძილზე, ამ დროში შეგიძლიათ დანარჩენი ინგრედიენტები გაამზადოთ. დაჭერით პომიდორი მრგვალ ნაჭრებად, ასევე დაჭერით სულგუნიც, დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე, წვირალ დაჭერით კამა და ოხრახუში, მოათავსეთ თასში დაჭყლეტილ ნიორთან და შავ წიწაკასთან ერთად, ამოურიეთ და წაუსვით ბადრიჯნის ფენებში, ფენებში ასევე მოათავსეთ პომიდორი და სულგუნის ნაჭრებიც. შეკმაზული ბადრიჯანი დააწყვეთ რკინის ლანგარზე და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ თქვენ ასეთ ორიგინალურ კერძს მიიღებთ, რომელიც სასარგებლო, გემრიელი და დიეტურიცაა.