ბაღდადის ე.წ. მწვანზე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და საერთაშორისო მისიების ოფისებია განლაგებული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც 2 ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა. ავიაიერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეერთებული შტატები თავდასხმაში ბრალს ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს სდებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.