ბაღდადის რამდენიმე რაიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა 7 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ, ერაყის შსს-ზე დაყრდნობით, თურქული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, პირველი აფეთქება ელ მაჰმუდიეს რაიონში მოხდა, სადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3 კი დაშავდა, მეორე შემთხვევის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა ელ- მედაინის რაიონში, ბაზრის ტერიტორიაზე ამოქმედდა, შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 მოქალაქე. მესამე ტერაქტი აბუ ღარიბის კვარტალში დაფიქსირდა, სადაც ასევე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქებათა სერიაზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.