ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის განმარტებით, ბაღების კვების რაციონში მოიმატა ხორცის, თევზის და რძის პროდუქტებმა. მისივე განმარტებით, მენიუდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამოიღეს სახიფათო პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის ოდენობები.