ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ დორიანის შედეგად დაკარგულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც ბაჰამის კუნძულების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, თავდაპირველად მაშველები დაკარგულების და დაღუპულების ცხედრების პოვნას შეეცდებიან, შემდეგ კი დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა კუნძულების მოსახლეობას. ამ დრომდე გრელდება კუნძულ აბაკოდან უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია. ათასობით ადამიანს თავშესაფარი და პირველადი დახმარება ესაჭიროება.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 43 ადამიანი. თუმცა, მოსალოდნელია მსხვერპლთა რიცხვის ზრდა.
აბაკოს კუნძულის მოსახლეობა მთავრობას ადანაშაულებს იმაში რომ შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიამდე და მას შემდეგ მოსახლეობის სათანადო დახმარება ვერ შეძლო.