ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება. ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია გალფ ეარი ავიარეისებს 2017 წლის 25 ივნისიდან თბილისის საერთასორისო აეროპორტიდან კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. გალფ ეარი ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანიაა, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. გალფ ეარი მსოფლიოს მსხვილ ავიაკომპანიებს შორისაა დასახელებული და ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ამჟამად 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს.