შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის „ცუდი შეთანხმება“ ევროპისთვის და აპირებს თვალი გადაავლოს იმ სანქციებს, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ამ პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ მიიღო. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ბაიდენი გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის, სანქციები ამ პროექტის წინააღმდეგ. მისი თქმით, „პრეზიდენტი უწინდებურად თვლის, რომ ეს არ არის კარგი პროექტი ევროკავშირისთვის. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ამერიკელები ამ პროექტის განხილვას ევროპელ კოლეგებთანაც აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციამ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, შედეგად კი ეს პროექტი ამ ეტაპზე გაყინულია. რუსეთი აღნიშნულ სანქციებს უსაფუძვლოს და ბოროტ განზრახვას უწოდებს, რომელიც კონკურენციის არსებულ ნორმებს არღვევს.