ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ ოჯახს, დაყაჩაღების მიზნით, თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება მოახერხეს ბინიდან თავდამსხმელებმა. შსს-ს განმარტებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.