ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით, პირველ ეტაპზე, ბაქოს პორტი 1 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას პროგნოზირებს. პორტის გენერალური დირექტორის თალეჰ ზიადოვის განცხადებით, პირველი ფაზის ფარგლებში პორტის მშენებლობა მომავალი წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება. მისი თქმით, პირველი ფაზის გაშვების შემდეგ, პორტი 15 მილიონი ტონა ტვირთის მომსახურებას შეძლებს.