ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. როგორც მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დღეს იმსჯელა. "სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ჩემი მეუღლისთვის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება", - აღნიშნა მუსტაფაევამ.