ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას, - ასე განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ მის მიერვე გაკეთებული განცხადება, რომ ”სამინისტრო ბალასტისგან გათავისუფლდება”. მინისტრის თქმით, 40 ათასიან კოლექტივში შესაძლოა ასეთი ადამიანები იყვნენ. მღებრიშვილის თქმით, მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.