“კლონები” – ასე ეწოდება Balenciaga-ს 2022 წლის გახაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას, რომლის ციფრული პრეზენტაციაც ახლახანს მოეწყო. Quentin Deronzier-ის რეჟისორობით გადაღებულ დაახლოებით შვიდ წუთიან ვიდეოში შავებში შემოსილი ადამიანები გვასალიას ახალ ნამუშევრებს თვალს ელაიზა დუგლასზე ადევნებენ. რომელმაც შოუზე 44-ვე ლუქი თავადვე წარადგინა წარადგინა.
კოლექცია დიზაინერის ხელწერად ქცეულ ‘სუპერსაიზ’ სილუეტებს, ჰუდებს, თრენჩებს, ყვავილების პრინტიან კაბებს, დუტის ქურთუკებსა და სპორტული სტილის სამოსს მოიცავდა.