ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა. თუ ბალიში 10 წლის განმავლობაში არ გამოცვლილა, მისი წონის 10% მტვრის ტკიპა და კანის მკვდარი უჯრედები შეიძლება იყოს. თავად ტკიპა საშიში არაა, მაგრამ ცხოველმყოფელობის პროდუქტი შეიცავს ენზიმს, რომელიც ზოგიერთ ადამიანში ალერგიას იწვევს. ასთმის არსებობისას, კი მდგომარეობა მძიმდება.