ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულებიც. მაშველები და მეხანძრეები შენობაში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა 17 და დაშავდა 35 ადამიანი.