1999-2017 წლებში რამდენიმე ცნობილი ბანკი საკუთარ კლიენტებს 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის არაკანონიერი შემოსავლების გათეთრებასა და სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პორტალი BuzzFeed-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საიტმა აღნიშნული კვლევა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების (FinCEN, Financial Crimes Enforcement Network) დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადა. დოკუმენტში თავმოყრილია 2 ათასზე მეტი საბანკო ანგარიში საეჭვო ოპერაციებზე.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები ისეთ ბანკებს დაუწესდათ როგორებიცაა: JP Morgan Chase, HSBC, Standard Chartered, Deutsche Bank და Bank of New York Mellon, ისინი მაინც აგრძელებდნენ საეჭვო ტრანზაქციებს.