2019 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 174 მილიონ 338 ათას 357 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში ლიდერობს „საქართველოს ბანკი“ – 75 მილიონ 910 ათს 291 ლარით, მას მოსდევს „თიბისი ბანკი“ – 54 მილიონ 830 ათას 348 ლარით, მე-3 ადგილზეა „ქართუ ბანკი“ რომლის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობაც - 24 მილიონ 630 ათას 937ლარს შეადგენს. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი „ვითიბი ბანკი“ და „ბაზის ბანკი“ ინაწილებენ, შესაბამისად, 8 მილიონ 471 ათას 699 და 8 მილიონ 48 ათას 350 ლარით.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.