2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 248 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 37 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 210 მილიონ 900 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 28 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 22 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში 6 მილიონ 400 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 9 მილიონ 500 ათასი ლარი იყო.