2021 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 262 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 45 მილიონ 900 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 216 მილიონ 500 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 17 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში 12 მილიონ 100 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში 8 მილიონ 900 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 5 მილიონ 700 ათასი ლარი იყო.