მიმდინარე წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 165 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 52 მილიონ 700 ათასი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 218 მილიონ 300 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 21 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 30 მილიონი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აპრილში 16 მილიონ 800 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7 მილიონ 100 ათასი ლარი იყო.