კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 383 მილიონ 610 ათასი ლარით ანუ 1.12%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 33 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 195 მილიონ 120 ათასი ლარით ანუ 1.36%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 578 მილიონ 730 ათასი ლარით ანუ 2.91%-ით შემცირდა.
2020 წლის ივნისის განმავლობაში 0.06%-ით ანუ 9 მილიონ 390 ათასი ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 16 მილიარდ 710 მილიონი ლარი შეადგინა.