აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ ფედერალური სამართალდამცავების გამოყენება, მკაცრად გააკრიტიკა.
„დღეს მოწმე ვხდებით იმის, თუ როგორ აგზავნის ჩვენი ფედერალური მთავრობა აგენტებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენონ. დღეს მოწმე ვხდებით, როგორ აჭერენ პოლიციელები ფერადკანიან ამერიკელებს კისერზე მუხლებს,“- განაცხადა ობამამ ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველის, ჯონ ლუისის დაკრძალვის ცერემონიალზე, რომელიც ატლანტაში გაიმართა ექს-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაზე „თავდასხმა განახორციელონ".
„ახლაც კი, როცა ჩვენ აქ ვსხედვართ, ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც ქირურგიული სიზუსტით ახდენენ თავდასხმას ჩვენს ხმის მიცემის უფლებაზე,“- აღნიშნა ობამამ.