აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მცირე პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემები ავრცელებენ. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ობამას პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება ხმაურიანი და ამას ის დელიკატურად გააკეთებს. გარდა ამისა ცნობილია თუ რა მიმართულებით იმუშავებს ობამა, მის მოვალეობაში დემოკრატების პოზიციების აღდგენა და გამყარება შევა, ასევე პარტიისთვის თანხების მოძიება. აშშ-ში ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, ქვეყნის პირველ შვკანიან პრეზიდენტს დღემდე 63%-იანი მხარდაჭერა აქვს.