ესპანური მედიის ინფორმაციით ბარსელონა ატლეტიკოს, ანტუან გრიზმანის სანაცვლოდ, დამატებით 15 მილიონ ევროს გადაუხდის, ამის მიზეზად კი ფეხბურთელთან კანონით დაშვებულზე ადრე ადრე გამართული სატრანსფერო მოლაპარაკებები გახლავთ. სამაგიეროდ "ბარსას" უფლება ეძლევა "როხიბლანკოს" 5 ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდოს, რომელთა შორისაც შორის ხოსე ხიმენესი და საულ ნიგიესი არიან. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "ბარსელონამ" ზაფხულში 120 მილიონად შეიძინა, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგაზე 8 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.