ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტში პირველი მატჩი გამართა.წყვილთა თანრიგში მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად მოასპარეზე ქართველი კევინ კრავეცისა და ანდრეას მაიესის გერმანულ წყვილთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 3:6. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის ერთეულთა თანრიგში მეორე წრიდან ჩაერთვება და იგი მსოფლიო რეიტინგში 85-ე ნომერს, პიტერ გოიოვჩიკს დაუპირისპირდება.