ესპანეთის ლიგა ენდესაში კიდევ ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა თორნიკე შენგელიამ და „ბასკონიას“ ულიდერა. ქართველის გუნდმა მე-12 ტურში „ჟუვენტუტს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში ბოლო წამებზე 87:86 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართელი ფორცარდი დასახელდა, რომელმაც 31 წუთში 19 ქულა 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი +30-ს გაუტოლდა, რაც მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ „ბასკონიას“ 6 მოგებითა და 6 წაგებით მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში 15 დეკემბერს, კი „მურსიას“ ესტუმრება.