აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 -2018 წლებში ბათუმი - გოდერძის მიმართულებით, სამარშუტო ვერტმფრენის ამოქმედებაა დაგეგმილი. ვერტმფრენი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი და პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყოფა. ამავე პერიოდში, კურორტის შიდა 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზს მშენებლობა, ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის განკუთვნილი შენობის შეძენა და მოწყობა, ასევე კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური ტრადიცული გამართვაც იგეგმება.