აქციის ერთ-ერთ ორგანზიატორად ასახელებენ, საუბრისას აცხადებს, რომ "ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი" და თუ ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები, გაასაჯაროოს. კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა ის მეგობრებთან ერთად აქციაზე და რატომ დაშავდნენ ისინი, თუ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ღოღობერიძე აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად სიტუაციას "აკონტროლებდა", რომ არ გადაზრდილიყო ესკალაციაში.
კითხვაზე, მუშაობს თუ არა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, ღოღობერიძე აცხადებს: "ნაციონალები" ამბობენ რუსეთის აგენტიაო, სხვები ამბობდნენ კუდ-ის აგენტიაო, თქვეს, რომ პოლკოვნიკიც ვარ და ცოტა მეცინება. ჭორებს არ ვყვები მე, რაც არ უნდა თქვან", - დასძინა მან.