23:24
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თვითიზოლაციაში იმყოფება
26-03-2020

კორონავირუსის საეჭვო ნიშნით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პირი მოათავსეს, ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.
ექიმების თქმით, მათ ტემპერატურა აღენიშნებათ. მოქალაქეებს მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ ექიმებმა სინჯი უკვე აუღეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი დღეს გახდება ცნობილი.

ამასთან, ექიმების ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, ასევე ქრონიკული დაავადებებიც აქვს. ინფიცირებული 70 წლის მამაკაცია, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია მოთავსებული, 6 კი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. იგი ბოლო პერიოდში გერმანიიდან დაბრუნდა.

AutoPlay
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მაკრონმა ისრაელის პრემიერს ანექსიისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა - The Times of Israel
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ყველა დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
იტალიაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გახარია ტელევიზორის გარდა არ მყავს ნანახი არც მე და არც ოჯახის წევრებს - გიორგი შაქარაშვილის ბიძა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი დაშბაშის კანიონზე იმყოფებოდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები