ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის ნერიმან ცინცაძის განმარტებით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმის გამო შეწყდა, რომ კვორუმი არ შედგა. ამასთანავე, დეპუტატმა განაცხადა, რომ თუ საკრებულოს ზედიზედ რამდენიმე სხდომა ვერ გაიმართება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, ისინი "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ აპირებენ და ახალი მოწვევის საკრებულოში უფლებამოსილება მხოლოდ იმის გამო სცნეს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეჩერებულიყო.