საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.