ბათუმში, მეშვიდეკლასელი 12 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.მოსწავლე ღია ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე შეკრებილები ყვებოდნენ, რომ მოსწავლე დანით იყო დაჭრილი. ტერიტორია სამართალდამცველებს ყვითელი ლენტით ჰქონდათ შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.