ბათუმში 15 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს, შემთხვევა 2 დღის წინ ეგრეთწოდებულ ბორის დასახლებაში მოხდა. დაშავებულის ახლობლელთა განცხადებით ბავშვი თანატოლის დაბადების დღეზე იყო. ოჯახი უბედური შემთხვევის ვერსიას განიხილავს, ექიმების განცხადებით კი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მოზარდ ოპერაცია ჩაუტარდა და ელენთა ამოუღეს, პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ცხელ კვალზე გახსნა, პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობაც გაარკვია და მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.