ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში 47 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მეზობლებმა სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს და კარები შეამტვრიეს. უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.