ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 35-წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება . შშს-ის ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.