ბათუმში, ორი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ასევე დაზიანებები ჰქონდა ორივე თვალის არეში.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დასკვნა 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, თუმცა ამ დროისათვის არსებული ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ახალგაზრდების გარდაცვალება ე.წ „ბიოს“ მოხმარებას გამოეწვია.