ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა . შემთხვევის შედედაგ არავინ დაშავებულა. ორსართულიან კორპუსში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას ხანძრის დროს შენობის დატოვებაში მაშველი-მეხანძრეები დაეხმარნენ, რომლებიც აივნებიდან გამოიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შემთხვევის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილზე მისულ მოქალაქეებს, ტერიტორია დაატოვებინეს და მათ მოუწოდეს, რომ ხალხმრავალ ადგილზე შეკრებისკან თავი შეიკავონ.