ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ, რადგან საქართველო და უკრაინა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დგას. აქციის მონაწილეების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა დემოკრატიულმა სამყარომ გამოხატოს.