ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმები აცხადებენ, 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. 70 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს. ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება ხუთ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.