ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან "ევროპული საქართველოს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ შენობასთან ყურის ფორმის „ქართული ოცნების“ ლოგო მიიტანეს. სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა, ლოგო სუს-თან მაინც განათავსეს.
შეკრებილების განცხადებით, სუს-ი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მაგივრად, მოსმენებითაა დაკავებული და ბანერი, სწორედ, ამ რეალობას ასახავს.