ბათუმში შაფათავას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს ხანძარი გაუჩნდა, ცეცხლი კერძო სახლის სხვენში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში 4 სახანძრო ბრიგადა მივიდა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.