აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანია "მეტროს" დირექტორთან რაულ კახიძესთან ერთად დღეს ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, კიდევ ერთი ბიზნესკლასის სასტუმროს SKY TOWER-ის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.