ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 -18 წლის ბიჭები არიან.როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა.მისივე ცნობით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.