ხმაური იყო ბათუმში საკრებულოს სხდომაზე, სადაც ანბანის კოშკის მიმდებარედ ცათამბჯენების მშენებლობის საკითხი განხილებოდა. სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოება "ბათომის" წევრები და მოქალაქეები მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ. საკითხის განხილვისას კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, როს გამოც რამდენიმე პირს ხმაურის გამო შენობა დაატოვებინეს.
კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი დადებითად გადაწყდა და ანბანის კოშკის მიმდებარედ ცათამბჯენების მშენებლობაზე ნებართვა გაიცა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქალაქეები საკრებულოს შენობის წინაც აპროტესტებენ. საზოგადოება "ბათომის" წევრების განცხადებით, ისინი საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.