5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ზაფხულამდე პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული კანონქვემდებარე აქტები მოვიდეს შესაბამისობაში.ზოიძის ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან ასევე სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.