ფაფეულს ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო კერძად მიიჩნევენ, დიდხანს ის პატარების რაციონში ძირითადი კერძიც არის. თუმცა ამერიკელმა მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს ამ კერძის სარგებლობა. ეს პირველ რიგში იმ შაქრის რაოდენობასთან არის დაკავშირებული, რომელიც ფაფებშია. სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში წლის განმავლობაში ბავშვი საშუალოდ 4,5 კილოგრამ შაქარს იღებს, თუ რეგულარულად მიირთმევს ფაფებს. ასეთი მოცულობა კი საშიშია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისაც კი. ორგანიზმში შაქრის დოზის გადაჭარბება ბევრი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს - გაცხიმოვნებას, შაქრის დიაბეტს და სხვა პრობლემებს.მზა ფაფეულის დიდი ნაწილის შემადგენლობაში საშუალოდ 29 პროცენტი შაქარია. მეცნიერები ურჩევენ მშობლებს, ნაკლებად დაშაქრონ ფაფეული, ხოლო თუ ისეთ ფაფებს ყიდულობენ, რომლებშიც შაქარი შედის, აუცილებლად დარწმუნდნენ იმაში, რომ მასში შემავალი შაქრის ოდენობა არ არის დასაშვებზე მეტი.