"ნაციონალიური მოძრაობის" ინფორმაციით" მმართველი პარტია, სხვადასხვა უბნებზე აქტივის მობილიზებას ახორციელებს. პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ამ გზით ე.წ კარუსელის დატრიალება მიმდინარეობდეს. თბილისის 87-ე უბანზე მისულ "მედია პალიტრის" გადამღებ ჯგუფს დახვდნენ რიგითი მოქალაქეები, რომელთა ნაწილი საარჩევნო უბანზე სამარშუტო ტაქსით იყო მისული და ჟურნალისტების გამოჩენამ გააღიზიანა.