თუ ჩემი ბრალეულობა იქნება, მზად ვარ, ციხეში ჩავჯდე, - ასე უპასუხა სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა ხანძრის განზრახ გაჩენის თაობაზე აქციონერების ნაწილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირიქით, მას აქვს ეჭვი, რომ მოხდა დივერსია, ვინაიდან "ამხელა ტერიტორია ასე მარტივად დაიწვა".