"ბავშვთა სამყაროში" დაზრაალებულ მოვაჭრეთა შეშვების პროცესი შეჩერდა. კომერციული დირექტორის განმარტებით, ამჯერად ტერიტორიაზე ყველა იმ დაზარალებულის შეშვება მოხდა, რომელთაც ამის სურვილი ქონდათ. მათმა უმეტესობამ საკუთარი ნივთების გამოტანა შეძლო. ამირან მარიამიძის თქმით, დარჩენილია 60-მდე ადამიანი, რომლებმაც ნივთების გამოტანა შენობაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო.