ჭურჭლის სარეცხი ქართული კომპანია "დენოლა" პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს. კომპანია ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. დენოლა ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს, ავეჯისა და მატრასის ზამბარებს აწარმოებს. კომპანიაში ამ დროისათვის 60-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმო თბილისში მდებარეობს, მასში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 800 000 ლარია. "დენოლა" 2014 წელს სახელმწიფო პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩამოყალიბდა.